სამართალი
ციანიდი პატრიარქისთვის: მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება! - ადვოკატი

     საქართველო. 11 აგვისტო, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგის ბრალეულობა ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება. “რა მტკიცებულებებიც არის საქმეში, მე შემიძლია გითხრათ, რომ ის 10-ტომეული არის ცარიელი მაკულატურა, არაფერი მაგით არ მტკიცდება. ხოლო რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს და მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წაყენებული ბრალის საფუძვლიანობა და არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასული. ვერცერთი ე.წ. დაზარალებული და ე.წ. მოწმეები, ოქროს მოწმის ჩვენებითაც კი ვერ დასტურდება ის, რომ თითქოს და დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო გარკვეული პროვოცირებული ქმედება, განხორციელებული მამა გიორგის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ადვოკატები საბოლოოს სიტყვას 1 სექტემბერს წაიკითხავენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად უნდა გავიდეს.