საზოგადოება
ივლისში მაშველებმა შავ ზღვაზე 176 ადამიანი გადაარჩინეს და ზღვის სანაპიროზე დაკარგული 100-ზე მეტი ბავშვი იპოვეს

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა 2017 წლის 1-31 ივლისის პერიოდში საქართველოს 106 და სხვა ქვეყნის 70 მოქალაქე გადაარჩინეს. აგრეთვე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში პლაჟზე დაკარგული 109 ბავშვი მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს. სააგენტოს ცნობით, ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ურეკში დაფიქსირდა, სადაც მაშველებმა 97 დაკარგული ბავშვი იპოვეს. სტატისტიკა 1-31 ივლისს მოიცავს. ამავე პერიოდში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ქობულეთში - 8, ხოლო ბათუმში 4 ბავშვის პოვნა შეძლეს. აღნიშნულია, რომ მცირეწლოვნების მოძიება უმოკლეს დროში მოხდა. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მოძიებულ ბავშვებს შორის იყვნენ როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

სრულ ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ipn ავრცელებს.