საზოგადოება
„სითი პარკთან“ არასწორი ვალდებულებებით დატვირთულმა ხელშეკრულებამ თბილისელებს მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის! - კახა კალაძე

    საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებას ეხმიანება, რომელიც დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარებას შეეხება.
"კალაძეს აქვს ქალაქის პრობლემების გადაჭრის გეგმა; მას შეუძლია, პრობლემები აქციოს პროექტებად. კალაძე პირდაპირ, უბრალოდ და გასაგებად ესაუბრება ხალხს ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლის შემდეგაც - ეს მომავალი მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.