უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

    საქართველო, 9 აგვისტო, სქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან ლიტვაში გაემგზავრა და ვილნიუსში აგვისტოს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი და ლიტველი პარლამენტარებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ლიტვის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი.
მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „2008 წელს ლიტვა იყო პირველი, რომელიც დაგვეხმარა. პუტინს მაშინ იმედი ჰქონდა, რომ ყველა მიგვატოვებდა. ხალხი შვებულებებში იმყოფებოდა, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თავის მობილიზება მოახდინეს. ლიტვამ თვითმფრინავი დატვირთა საბრძოლო მასალით და გამოგზავნა. არ გვჭირდებოდა, რადგან გვქონდა, მაგრამ ფაქტი იყო მნიშვნელოვანი. მაშინ ვერცერთი თვითმფრინავი შემოდიოდა საქართველოს საჰაერო სივრცეში. ლიტვის ერთადერთი სატვირთო ხომალდი კი მაინც ჩამოფრინდა. აი, ეს გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა ჩვენთვის.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩამოვიდა ლიტვის პრემიერმინისტრი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ მთავარ ხიდზე დაწვებოდა და როდესაც რუსები დაბომბავდნენ, ეცოდინებოდა ყველას, რომ მათ მოკლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გმირული საქციელი იყო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ადამკუსიც ავადმყოფობის მიუხედავად, ჩვენ გვერდით იდგა თბილისის მთავარ მოედანზე. ამას ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.