სამართალი
სააკაშვილის სექტამ ჯანდაცვის სამინისტრო და ჯანსაღად მოაზროვნე მინისტრი სერგეენკო ალყაში მოაქცია, რის შედეგად ის დაიბნა და დანებდა...

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ყველაზე არაპოლიტიზებულმა და უკონფლიქტო მინისტრმა მთავრობაში, საავადმყოფოს ყოფილმა მთავარმა ექიმმა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, გასულ პარასკევს ყველა გააოცა! სერგეენკო აღმოჩნდა ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი, რომელმაც „საქინფორმის“ შემდეგ გაბედა, განეცხადებინა - რუსეთის ქმედებების აღწერისას ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინებმცოცავი ოკუპაცია, „ბორდერიზაცია“ გამოიყენება, რომლებიც თავისი საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი ოკუპაცია არ არის. ეს არის იმ საზღვრებისდადგენა, რომელაც 2008 წელს ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა!.შედეგმა არ დააყოვნა: სექტანტებმა - სააკაშვილის ნაცისტებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს წინააღმდეგ. „სერგეენკო და საქართველოს მთავრობა უცვლელად იმეორებს ოკუპანტის პოზიციას. ისინი ამბობენ, რომ მცოცავი ოკუპაცია საერთოდ არ არის, ხოლო ომის დაწყებაში ადანაშაულებენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არ უნდა მეტყველებდეს რუსების ენით, არ უნდა მეტყველებდეს ოკუპანტების ენით. ეს არის კიდევ ყველა იმ გმირის შეურაცხყოფა, რომლებიც დაეცნენ საქართველოსათვის“, - განაცხადეს სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, ცნობილმა ჯალათებმა ნუგზარ წიკლაურმა და კაკო მინაშვილმა.
შედეგმა არც აქ დააყოვნა - სერგეენკომ დაიბნა, დანებდა და ტელე-სინანული გამოთქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს და პირობა დადო, რომ სხვა ფორმულირებას მოძებნის...