პოლიტიკა
როდესაც პოლონეთსა და უკრაინაში გმირ-გამათავისუფლებელთა ძეგლებს ანადგურებენ, იტალიაში პალმირასთან დაღუპული ოფიცერი პროხორენკოს ძეგლი გახსნეს!

    საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. 25 წლის რუს სპეცრაზმის ოფიცერს ალექსანდრ პროხორენკოს, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე სირიაში საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა,  იტალიის ქალაქ ვალი-სოტოში ძეგლი დაუდგეს. ორმეტრიანი ქანდაკება გამოსახავს პროხორენკოს ჩაჩქანითა და ავტომატით. ის ცაში იყურება რუსული თვითმფრინავების მოლოდინში, რომლებმაც მის პოზიციაზე ავიადარტყმა უნდა განახორციელონ. ავტორთა ჩანაფიქრით, პროხორენკო აღბეჭდილია რამდენიმე წამით ადრე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიადარტყმამდე, რომელიც მან საკუთარ თავზე მიმართა, როდესაც პალმირას გარეუბანში ტერორისტების გარემოცვაში აღმოჩნდა.
„ჩვენ ძალზე ვაფასებთ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის კუთხით. და სამართლიანი იყო პატივის მიგება ჯარისკაცისთვის, რომელმაც ყველა ჩვენგანისთვის სიცოცხლე გაწირა, რადგან ისლამური სახელმწიფო - ნამდვილი მსოფლიო საფრთხეა. ამ გმირმა ტერორისტებთან მოხვედრას თავისიანების ხელით დაღუპვა ამჯობინა. მისი საქციელით მთელმა მსოფლიომ უნდა იამაყოს“, - განაცხადა ვალი-სოტოს მერმა მარიო პულიამ.
მონუმენტი დამზადებულია ადგილობრივი თეთრი მარმარილოთი, რომელიც ვატიკანში პავლე მეექვსის აუდიენციათა დარბაზის მშენებლობისას გამოიყენეს. „ჩვენ ფრანგი მოქანდაკე მოვიწვიეთ, რომელსაც ძეგლის ხელით დამზადება ევალებოდა, მანქანების დახმარების გარეშე, და მან ნამდვილი შედევრი შექმნა“, - აღნიშნა ქალაქის თავმა.