საზოგადოება
დეკანოზი დეტალურად ყვება, თუ როგორ სთხოვდნენ, ეღიარებინა, თითქოს პატრიარქს კლავდა - გიორგი ფანცულაია

   საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დაკავებული დეკანოზი სასამართლოს წინაშე ჩვენებას პირველად აძლევდა. მანამდე კი მან გამოძიებას ჩვენება 2-ჯერ მისცა. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზის მიერ მიცემული ჩვენება დაფუძნებულია ფაქტებზე და დოკუმენტებზე.
ის დეტალურად ყვება, თუ როგორ არ არეკინებდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, როგორ თხოვდნენ, რომ გინდა თუ არა, ეღიარებინა, რომ თითქოს ეს პატრიარქს კლავდა. ასევე აიძულებდნენ, რომ ხელი დაედო, მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა. ყველა ეს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს და დოკუმენტებს და იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.