საზოგადოება
რუსეთის დუმის დეპუტატი არტიომ კავინოვი თბილისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ადა მარშანიას შეხვდა

   საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. როგორ მოხვდა არტიომ კავინვი პატრიარქთან მიღებაზე და შედგა თუ არა მისი საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან? - საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, მამა კახაბერ გოგოტიშვილის თქმით, ეს არ ყოფილა ოფიციალური შეხვედრა და კავინვი, უბრალოდ, რუს მღვდელმთავრებს ახლდა. მისივე თქმით, პატრიარქთან არანაირი საუბარი არ შემდგარა და სტუმრებმა პატრიარქს მხოლოდ მფარველი ანგელოზის დღე -  ილიაობა მიულოცეს.
რუს დეპუტატთან შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსაც ჰქონდათ. ადა მარშანიას თქმით, ისინი კავინოვს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ. “ცხადია, ჩვენ ვისარგებლეთ მისი ჩამოსვლით აქ. ბუნებრივია, ვესაუბრეთ  მას ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან, უსერიოზულეს საკითხებზე და თემებზე, ასე ზოგადად გეტყვით. თქვენ, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ ჩვენ მათთან ძალიან სერიოზული საუბარი გვექნებოდა. რა თემებზე, უკაცრავად, მაგრამ ჯერ ვერ გეუბნებით. იმიტომ კი არა, რომ რაიმე საიდუმლოა მანდ ჩვენ საუბარში. აქ სპეციფიკა აქვს  ყველა საკითხს, ყველა თემას, ყველა მიდგომას. რა პუტინი? პუტინი იქ რომ ჩადის, გასაკვირია?", - განაცხადა მარშანიამ.