პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება - პრემიერი კვირიკაშვილი

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს კიდევ ერთხელ აფასებს:
ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს.
ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოეწერა ხელი ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა დაანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის საქართველოში არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ასევე ინვესტორად. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.