პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი პირადად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის

     საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენ მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა  მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული.

ეს, პირველ რიგში, არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.