აქტუალური
აშშ-ის კანონში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ საქართველო ბევრჯერ ახსენეს და მას ცალკე პუნქტიც დაუთმეს

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ საქართველო 6-ჯერ არის მოხსენიებული და ერთ-ერთი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა:
“2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი... რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რომელიც საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს ითვალისწინებს.
... აშშ-ი პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; დაუბრუნოს ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობებს; შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნების მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის დისკრედიტაციისკენ“.
კანონში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ  იყენებდა და კვლავ იყენებს როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს.