აქტუალური
თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება, ქართული ჯარი ახალ შეიარაღებას შეიძენს - მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები

    საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენის საქართველოში ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  შეიარაღებული ძალების განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ამერიკული სამხედრო ტექნიკა წვრთნებისთვის ემზადება, სამხედროები ჯავშანმანქანებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყველაზე მაშტაბური სწავლებისთვის ტექნიკურად ამოწმებენ. ასეთი რაოდენობის საბრძოლო მანქანა, მსუბუქი თუ მძიმე შეიარაღება საქართველოში პირველად შემოვიდა.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი გაიზრდება. მისი თქმით, ქართული ჯარი ახალი შეიარაღების შეძენამდე ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს გაივლის. იცვლება ჯარისკაცების მომზადების ტაქტიკა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის განცხადების შემდეგ საქართველოსთვის შეიარაღების ბაზარზე კარი გაიღება.