აქტუალური
არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, რუსეთი მცოცავიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს? - სალომე ზურაბიშვილი

    საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მრავალეროვან სამხედრო წვრთნებს NOBLE PARTNER 2017”  საკუთარ Facebook-გვერდზე ეხმაურება.
"რაც არ უნდა იყოს, ვერ ვხედავ, რატომ გვიხარია, დაძაბულობა რომ მატულობს ჩვენს ირგვლივ და ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეში... ამერიკული სამხედრო ტექნიკის გამოჩენა თავისთავად რას ემსახურება და რისი მომტანია, ჩემთვის ნათელი არაა... ეს არ არის - ჩვენ რომ გვგონია ან გვინდა გვჯეროდეს - ისეთი მკაფიო განაცხადი "ხელი არ ახლოთო თორემ აქ ვართ და ნახავთ"... ამ ტექნიკის დემონსტრირების უკან რა დგას და საერთოდ რამე ჩანაფიქრი თუ დგას, ცოტა არ იყოს მეეჭვება.
არის კი ამერიკა მზად პასუხისთვის, მცოცავი ქმედებებიდან ღია აგრესიაზე რომ გადავიდეს ჩვენი ისედაც აღგზნებული მეზობელივშიშობ, ახალ ადმინისტრაციას არც გამოცდილება და არც შორს მჭვრეტავი ხედვა არ გააჩნია ამ რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისათვის, არც შემუშავებული ენა და მიდგომა, რუსეთი რომ შეაჩეროს. ამ დღეებში გავრცელებულ კადრებს აშშ უყურებს, როგორც კინოს: აი, რა მაგრები ვართო და რუსების არ გვეშინიაო... მაგრამ ამ ჟესტიკულაციის იქით გარანტია არ ჩანს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.