პუბლიკაციები
ნინო ბურჯანაძის კომენტარი აშშ-ის მიერ საქართველოს 2008 წლის ომის შემდგომ გაწეულ დახმარებასა და ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსის ვიზიტზე

    საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. უდავოდ მნიშვნელოვანია ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაგრამ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ამერიკისთვის, ვიდრე საქართველოსთვის“, „მე კარგად ვიცნობ ამერიკის დემოკრატიის ხარისხს - უკვე ტრადიციად იქცა ნინო ბურჯანაძე არ მიიწვიონ ისეთ შეხვედრებზე, სადაც შეიძლება დისკომფორტი შეექმნას ჩვენს ხელისუფლებას“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

პარტიის ლიდერის თქმით, ”2008 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიხეილ სააკაშვილს ომი დააწყებინა. მე საშიშ პროვოკაციას ვუწოდებ, როდესაც საოკუპაციო ზოლთან 400-500 მეტრში ამერიკული სამხედრო ტექნიკის მოძრაობის დემონსტრირებას ახდენ, მაინტერესებს შედეგებზე არ უნდა ვიფიქროთ? ყველას კარგად გვახსოვს, 2008 წლის მოვლენები, როდესაც ამერიკამ სააკაშვილს ომი დააწყებინა და მერე რუსული ტექნიკის პირისპირ დავრჩით. მაინტერესებს, რა გააკეთა ამერიკამ ისეთი რაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების დაბრუნებაში წაგვადგა? ვინმე დამისახელებს ერთ ფაქტს, გარდა იმისა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნეს. - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.