საზოგადოება
„საქინფორმი“ აფრთხილებს თბილისელებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ: შესაძლოა, თქვენი ბინა ლგბტ-ს ბუნაგად გადაიქცეს!

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. „საქინფორმის“ რედაქციას დაუკავშირდა თბილისელი მამაკაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი ბინა ხანდაზმულ სანდომიანი გარეგნობის ქალბატონს მიაქირავა. მეორე დღეს ის მდგმურების სანახავად მივიდა, რათა გაეგო, რამე ხომ არ სჭირდებოდათ. კარი უცნაური შესახედაობის წითელთმიანმა ახალგაზრდამ გაუღო (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იმ ხანდაზმული ქალის ვაჟმა), საძინებელში შესულმა კი საწოლზე კიდევ ოთხი ასეთივე  შესახედაობის შიშველი ყმაწვილი აღმოაჩინა - ტრანსვესტიტები თუ ლგბტ-საზოგადოების სხვა ნაირსახეობის წარმომადგენლები.

გაოგნებულმა მამაკაცმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდებს მოსთხოვა, მისი ბინა 2 საათის განმავლობაში დაეტოვებინათ, გარდა ამისა, მობილური ტელეფონით დაურეკა დამქირავებელ ქალბატონს, რომელსაც ემოციურად, მაგრამ ზრდილობიანად აუხსნა თავისი აღშფოთების მიზეზი და ურჩია, შვილები უკეთ აღეზარდა.
მაგრამ 2 დღის შემდეგ ის სასამართლოში გამოიძახეს და სექსუალური უმცირესობების შევიწროებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს, რადგან დამქირავებელმა, თურმე, მათი ის საუბარი ჩაიწერა და  სასამართლოში სარჩელი შეიტანა!

„საქინფორმი“ აფრთხილებს თბილისელებს - საცხოვრებელი ფართობის გაქირავებისას უფრო ყურადღებით იყვნენ, რათა შემთხვევით მათი ბინები ლგბტ პირებმა გარყვნილების ბუნაგად ან პროსტიტუციისთვის არ გამოიყენონ! როგორც დაჯარიმებული გამქირავებლის ადვოკატმა გაგვანდო, ასეთი შემთხვევები დღეს თბილისში იშვიათობას არ წარმოადგენს და სასამართლო, როგორც წესი, ბინის დამქირავებელთა მხარეს იჭერს, მათი სექსუალური ორიენტაციისა და საცხოვრებელი ფართობის გამოყენების მიზნის მიუხედავად.