აქტუალური
გამოკითხულთა 30% კალაძეს უჭერს მხარს, 19% - ელისაშვილს, 18% კი უდუმაშვილს - NDI

    საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. შეკითხვაზე - "ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას" - გამოკითხულთა 30% "ქართული ოცნების" კახა კალაძეს უჭერს მხარს, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ხოლო 18% - "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს.

ელენე ხოშტარიას ("ევროპული საქართველო")  და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს 3%-3% ერგოთ.
შეკითხვაზე - "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს" - გამოკითხულთა 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს. მეორე არჩევანის სახით „ოცნება“ გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.
9% აცხადებს, რომ მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ნაციონალები მეორე არჩევანის სახით გამოკითხულთა 2%-მა დაასახელა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.