სამართალი
გამოკითხულთა 66% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო 23% ევრაზიის კავშირში - NDI

    საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. ნატოში გაწევრიანების მომხრეა 66%.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ის მხარდაჭერა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აქვს, არცერთს არ ეთანხმება გამოკითხულთა 8%.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდს მოიცავს. გამოკვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.