აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

     საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ბინ სულან ალ ნაჰაიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რაც ინვესტიციების ხელშეწყობას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლების სფეროში ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე.