აქტუალური
პეტრო პოროშენკო: ჩვენს ქვეყნებს შორის სასაქონლო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს

    საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს საიმედო სავაჭრო პარტნიორია.

ჩვენ გვაქვს მიზანი, საბოლოო ბრუნვამ ჩვენ ქვეყნებს შორის მიაღწიოს 1 მილიარდ დოლარამდე, წელს პირველ კვარტალში საქონელბრუნვის ზრდა 16%-ზე. უკრაინა არის საქართველოს საიმედო სავაჭრო პარტნიორი.

საქართველო არის ძალი დიდი ბაზარი ჩვენთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის იმპორტის 21% უკრაინული წარმოშობისაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ ქართველ ბიზნესმენებს მოუწოდა, ბიზნესსაქმიანობისთვის უკრაინაში გაემგზავრონ.

ჩვენ ქვეყნებს ძალიან სჭირდება პირდაპირი ინვესტიციები და ამაზე ვმუშაობთ. დღეს საქართველოში 50-მდე უკრაინული კაპიტალის მქონე საწარმო მოქმედებს. აქ ვარ იმისთვის, რომ მოგიწვიოთ უკრაინაში. ამისთვის ვარ აქ, რომ იმ რეფორმებს, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ ხოციელდება, შეუცევდი ხასიათი აქვს“, - განაცხადა პოროშენკომ.