სამართალი
„საქართველოში უმუშევართა არმიაა და მშენებლობებზე თურქები, ინდოელები და ჩინელები არიან დასაქმებული” - თამარ იოვაშვილი

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი აცხადებს.

„ორი დღის წინ თბილისის ცენტრში გაიმართა „ქართველთა მარში“. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც ქვეყნის ბედი და მისი მომავალი სულერთი არ არის. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ, მშვიდად უყურონ უცხო ქვეყნების წარმომადგენელი კრიმინალური ელემენტების თავგასულობას. ასეთების უმრავლესობას კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლები და თურქეთის მოქალაქეები წარმოადგენენ.

მარშის იდეა იმდენად სუფთა და პატრიოტულია, რომ გაუგებარია, უფრო ზუსტად კი მიუღებელია ფსევდოლიბერალებისთვის, ე.წ. „სოროსელებისთვის“, ანუ იმ ელემენტებისთვის, რომლებიც თავიანთ ჰონორარებს დასავლეთის სპეცსამსახურების დავალებებით გამოიმუშავებენ და რომელთა მიზანიც ერის მენტალიტეტის მაქსიმალურად შეცვლაა.

მივმართავ ე.წ. დემოკრატიის პლატფორმაზე მდგომებს, რომელთა რიგებში არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა „იდენტობა“ და „გამჭვირვალობა“... მე არ მესმის თქვენი აღშფოთებებული შეძახილები და მოწოდებები მთავრობისადმი, შეიქმნას ბერკეტები სამუშაოზე უცხოეთის მოქალაქეების მიღების დროს! მაშინ, როცა საქართველოში უმუშევართა მთელი არმიაა, სამშენებლო სამუშაოებზე თურქეთის, ინდოეთის და ჩინეთის მოქალაქეები არიან დასაქმებულები. თუ თქვენი უცხოელი პატრონების შეკვეთებში ასეთი პუქტები არ არის? ან თქვენი საქმიანობა სწორედაც რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული? „დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომო დიდო მებრძოლებო“, როდის გაანებებთ თავს მავნებლურ საქმიანობას და მისცემთ ამ ქვეყანას მშვიდად განვითარების საშუალებას?“, - აღნიშნავს იოვაშვილი.