პოლიტიკა
საკუთარი აზრი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ! - კახა კალაძე

    საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. კალაძე სტატუსის გამოქვეყნების კონკრეტულ მიზეზს არ განმარტავს, თუმცა ის, სავარაუდოდ, გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც "ქართულ მარშს" მოჰყვა.

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ", - წერს კალაძე.