უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს ოფიციალური ვიზიტით მიიწვევს მაშინ, როდესაც „საჭირო მომენტი დადგება“

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს დაპატიჟებს თეთრ სახლში მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს განაცხადა.
„მე დავთანხმდებოდი. შესაბამის დროს.ამჟამად არ მიმაჩნია, რომ ამისათვის შესაფერისი მომენტია, თუმცა ჩემი პასუხია: „დიახ, დავპატიჟებდი“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ რუსი კოლეგა მას მხარს უჭერდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.“ როდესაც შემდეგში შევხვდები პუტინს, ვკითხავ: „ვის მხარეს იყავით სინამდვილეში?“ იმიტომ, რომ არ მჯერა, რომ იგი ჩემს მხარეს გამოდიოდა“, - აღნიშნა მან.