საზოგადოება
„სახელმწიფო საზღვრამდე (როკის გვირაბამდე) – 101 კმ-ში“ სააკაშვილის დაჯგუფებამ „საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო აქცია“ გამართა

    საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმისააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფმა საოკუპაციო ხაზთან საპროტესტო მდუმარე აქცია გვიან ღამით გამართა. ისინი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან მივიდნენ და „რუსული აგრესია გააპროტესტეს“.
მათ საკუთარი ბანერები „სახელმწიფო საზღვრამდე  101 კმ-ში (როკის გვირაბამდე)“ აღმართეს. იმავე დღეს სააკაშვილის დავალებით ამას გამოეხმაურნენ „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებმაც აქციები მიმდებარე ტერიტორიებზე „ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან“ სოფლებში გამართეს.
საოკუპაციო ხაზთან გამართული საპროტესტო აქცია და თბილისში მიმდინარე “ქართველთა მარში” ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ დააკომენტარა.

ბოძზე გაბანტული დროშა, პოროშენკოს ანლაიქი და არაგველთა გამოღვიძება! დღეს საღამოს ცხადი გახდა, რომ ნაციონალების გეგმა, მიშაზე მტრად გადაკიდებული პოროშენკოს ვიზიტის წინ ომის ხელახლა გაჩაღების მცდელობა და წითელი ალმის ფრიალი, 100-კაციანი აქციით, ნაცებისგან ქართული დროშის მორიგი შეურაცხყოფით და სრული ფიასკოთი დასრულდა.

მარჯანიშვილზე მრავალათასიანი მარში კი ფსევდოლიბერალიზმის დასასრულად მოევლინა ნატანჯ ქვეყანასპრიორიტეტი გადანაწილდა 0,1% -ლიბერალები და სრულიად თბილისი”, – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.