სამართალი
სააკაშვილის ფასადურად „აღორძინებული“ თბილისი: აღმაშენებლის გამზირზე ფასადი ჩამოინგრა და გამვლელი ქალბატონი მძიმედ დააშავა!

    საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, რომლის „აღორძინებით“ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ტრაბახობდა, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა და გამვლელ 20 წლის გოგონას დაეცა. გულმკერდის მძიმე დახურული ტრავმით და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართავს. დირექტორის განცხადებით, მათ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვთ. შენობის არქიტექტორი აცხადებს, რომ გარე ფასადზე მცირე ბზარები შეინიშნებოდა, თუმცა, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს დიდ პრობლემას შექმნიდა. 

შენობას შიდა რესტავრაცია 2003 -2010 წლებში, სააკავილის პრეზიდენტობის დროს ჩაუტარდა, როცა ქალაქის მერი გიგი უგუავა იყო. ჯანსუღ კახიძის შვილის - ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ კახიძის თქმით, გარე ფასადს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.