აქტუალური
"ნატო-ს პირდაპირი ჩარევა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესში, საქართველოსთვის კარგი არ იქნება. თმენის სტრატეგიას ალტერნატივას არ ვხედავ!" - ჯეიმს აპატურაი

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი.  ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში ტელეხიდით ჩართვისას განაცხადა. 

აპატურაის თქმით, ნატო-ში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამ პროცესის აუცილებელი შემადგენელია MAP-ი. 

რუსეთთან მიმართებით საქართველოს აქვს სტრატეგიული თმენის სტრატეგია, საქართველოს სხვა გზა არ ჰქონდა და ამის ალტერნატივას ვერც მე ვხედავ", - აღნიშნა აპატურაიმ.