საზოგადოება
„სამხრეთ ოსეთის მთავრობამ სააკაშვილი, როგორც სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი, ძებნილთა ნუსხაში შეიყვანა“ - ანატოლი ბიბილოვი

   საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სამხეთ ოსეთის პროკურატურამ რუსეთის პროკურატურას საქართველოს იმ მოქალაქეების ნუსხა გადასცა, რომლებსაც რეგიონში 2008 წელს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში“ ადანაშაულებს და მათზე ე.წ. საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს.

ნუსხაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიცაა და სამხედრო მოსამსახურეები - სულ 76 ადამიანი“,  - განუცხადა რუსულ სააგენტო „ТАСС“ ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, ფხაზეთში ვიზიტის დროს.

სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურამ რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადასცა ადამიანთა ნუსხა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად. მასში მიხეილ სააკაშვილი და სხვა სამხედრო პირებიც მოხვდნენ, რომლებიც ადამიანთა მკვლელობაშ არიან ეჭვმიტანილნი“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი განმარტებით, ცხინვალის შესაბამისმა უწყებებმა ასევე მოამზადეს დოკუმენტები ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, თუმცა ამ დრომდე, საქმის დაძვრა ვერ ხერხდება“.