უცხოეთი
„NATO დაუახლოვდა საქართველოს, სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად“, - განაცხადა სეგრეი ლავროვმა

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ამგვარი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოს კოლეგასთან, დიმიტრი მედოევთან პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, მოსკოვში, 10 ივლისს გააკეთა. „კავკასიის რეგონში ჯერ კიდევ არასტაბილურობა სუფევს, მათ შორის საქართველოს გამო, რომელიც NATO-ში პოზიციების გამაგრებას ცდილობს, ხოლო ამრიგად თავად NATO რეგიონში თავის ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. წარმოქმნილ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამიმდევრული და კოორდინირებული მოქმედება რუსეთის, სამხრეთოსეთისა და, რა თქმა უნდა, ჩვენი აბხაზი მოკავშირის მხრიდან.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გავანეიტრალოთ არსებული საფრთხეები და ვუზრუნველვჰყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში“
, - განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა და დიმიტრი მედოევმა შეხვედრისას განიხილეს სექტორული შეთანხმებები, სატრანზიტო ვაჭრობის ორგანიზებისა და გარეპოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები.
კოლეგები ძირითადად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს სატრანზიტო ვაჭრობის ორგანიზების ასპექტებთან დაკავშირებით. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საკუთარი მზადყოფნა გეგმის აქტიურად ორგანიზებისთვის.  „ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის ძალასა და საიმედოობაში. გასულმა მოლაპარაკებებმა საშუალება მოგვცა სამომავლო გეგმების კონკრეტული გზების შეთანხმებულად მოძიების, მათ შორის საერთაშორისო არენაზე მათი გაღრმავებისა და კოორდინაციის”, - აღნიშნა რუსთის მინისტრმა.

„ხელისუფლების ჩანაცვლებით არაფერი ზებუნებრივი სამხრეთ ოსეთში არ მომხდარა. მოვიდა ახალი პრეზიდენტი და ახალი გუნდი, თუმცა, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობასა და, ზოგდადად საგარეო პოლიტიკას, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ კურსს, რომელიც 2008 წლის დასაწყისში შეირჩა. პირიქით, საერთაშორისო დონეზე თვალსაჩინო გახდება ორმხრივი ურთიერთობებისა და კავშირების ინტენსიფიკაცია“, - განაცხადა მედოევმა.