უცხოეთი
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში!“ – 100 ათასი ანტიგლობალისტი და „შავი ბლოკის“ აქციის მსვლელობისას 150-მდე დაშავებული პოლიციელი (ვიდეო)

    საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მთელი ევროპიდან შეკრებილმა 100 ათასმა რადიკალმა ანტიგლობალისტმა და ანარქისტმა თავი მოიყარა ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისას. უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ჰამბურგში შეიკრიბა 20 ათასი პოლიციელი. როგორც აღმოჩნდა, მიზანშეწონილად. დიდი ოცეულის ისტორიაში ეს პრიველი ყველაზე მაშტაბური აქტივისტური გამოსვლაა. გერმანულ პოლიციასთან შეტაკებები 2 დღე გაგრძელდა. რადიკალი აქტივისები პოლიციას ქვებს, მაშხალებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ. 150-ი პოლიციელი მათ გაზით, ხელკეტებითა და წყლის ჭავლით პასუხობდნენ (ვიდეო იხ. აქ)

ანტიგლობალისტთა შორის ყველაზე აგრესიული წარმომადგენლები „შავი ბლოკის“ წევრები იყვნენ. ისინი წინასწარ შეერივნენ სხვა დემონსტრანტთა რიგებს.
აქამდე პოლიციამ იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინა, მათ შრის: სასროლი დანები, კასტეტები, ბეისბოლის ჯოხები და ხელკეტები. თუმცა, მიუხედავად უსაფრთხოების დონის ამაღლებისა, პოლიციას არ ეყო ძალა არეულობის შესაწყვეტად. განსაკუთრებული დაძაბულობა მემარცხენე რადიკალ აქტივისტებს შორის გამოიწვია გერმანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლამ.