უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პუტინთან მოლაპარაკებების წარმოება და, რომ რუსეთსა და აშშ-ს წინ პოზიტიური ცვლილებები ელით (ვიდეო)

    საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ჰამბურგში ჩატარებული დიდი ოცეულის სამიტზე პუტინმა და ტრამპმა მოლაპარაკებები აწარმოეს (ვიდეო იხ. აქ)
მოლაპარაკებები გრძელდებოდა 2 საათი და 20 წუთი. ეს იყო რუსეთისა და აშშ-ს ლიდერთა პირველი შეხვედრა. საუბრის დასაწყისში, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს მიესალმნენ.
რუსეთის პრეზიდენტმა შეახსენა, რომ აქამდე ტელეფონით უკვე უსაუბრიათ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა მწვავე საკითხების გადასაჭრელად ეს საკმარისი არ იყო, ისინი პირად შეხვედრას მოითხოვდნენ. ტრამპმა, თავის მხრივ დასძინა, რომ მისთვის დიდი პატივია მოლაპარაკებების წარმოება, პუტინთან. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს წინ მრავალი პოზიტიური ცვლილება ელოდება.
პრეზიდენტი დათანხმდა, რომ მოლაპარაკებები რეზულტატიური უნდა იყოს.

ამგვარი განცადებებით პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ პრესისთვის განკუთვნილი ღრია დიალოგი დასრულდა. მათი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.
მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.