პუბლიკაციები
პუტინი: „ტელევიზიით ნაჩვენები ტრამპი რეალურისგან ძლიერ განსხვავდება“ - ტრამპმა პუტინთან შეხვედრას „არაჩვეულებრივი“ უწოდა (ვიდეო)

    საქართველო, 10 ივლისი საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილი დარჩა მისი მტკიცებით, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დასასრულს, სადაც ორი ლიდერი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდა, პუტინმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ შეძლებდა პიროვნული ურთიერთობის დამყარებას ტრამპთან და იმაში, რომ თავდაპირველ მძიმე სამუშაოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

ჰამბურგის სამიტის ფარგლებში გამართული მათი შეხვედრა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და განსაკუთრებულ ინტერსესს წარმოადგენდა მას შემდეგ რაც მოსკოვის მიმართ გაუთავებლად ისმის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ იგი 2016 წლის ამერიკის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. (ვიდეო იხ. აქ)

პრესკონფერენციაზე პუტინს რეპორტიორებმა დაჟინებით მოსთხოვეს პასუხის გაცემა გაეზიარებინა ის დეტალები, თუ რა განხილვები ჰქონდა მას ტრმაპთან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით. „მან (ტრამპმა) დაიწყო შეკითხვების დასმა ამის შესახებ, მას ნამდვილად აინტერესებდა გარკვეული დეტალები. მე, რამდენადაც ეს შევძელი, დაწვრილებით გავეცი პასუხები. მე ამ საკითხებზე მას მოვუყევი ჩემი დიალოგების შესახებ წინა ადმინისტრაციასთან, მათ შორის პრეზიდენტ ობამასათან ჩემი საუბრის თაობაზე. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ გამაჩნია უფლება გავამჟღავნო პრეზიდენტ ობამასთან საუბრების დეტალები - მსოფლიო პრაქტიკაში ეს მიუღებელია. მიმაჩნია, რომ არაეთიკური იქნებოდა ჩემდა თავად, პრეზიდენტ ტრამპთან აღმეწერა ჩვენი საუბრის დეტალები. მან მე მკითხა, მე ვუპასუხე. მან მთხოვა სიცხადის შეტანა, მე მას ავუხსენი. მომეჩვენა, რომ იგი ამ პასუხებით კმაყოფილი დარჩა“, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენიცაზე და დაამატა:

„ტელევიზიის ტრამპი ძალიან განსხვავებულია რეალობაში არსებული პერსონისაგან. ის აბსოლუტურად აკურატულია, მას აქვს ისეთი რეაქცია, როგორი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს მისი თანამოსაუბრისაგან, ის საკმაოდ სწრაფად აანალიზებს და სცემს პასუხებს იმაზე, რაც მას ეხება.

„მეჩვენება, რომ თუ ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ურთიერთობებს იმ გზით, როგორადაც ჩვენი საუბარი წარიმართა გუშინ, მაშინ ჩვენ ყველა საფუძვლები გაგვაჩნია გვჯეროდეს, რომ ჩვენ შევძლებთ, სულ მცირე ნაწილობრივ, აღვადგინოთ თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვესაჭიროება“, განაცხადა პუტინმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის სიტყვებით მისმა პირველმა შეხვედრამ პუტინთან „არაჩვეულებრივად“ ჩაიარა.