აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, სოსო თოფურიძე

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც, სულ შეწყალებულია 170 პირი, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავეს - საქართველოს (შსს) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო თოფურიძეს.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან 9 ქალბატონია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.

შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენ 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალბატონია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასჯელი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.