პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოს ცრუ პრეზიდენტი "ქართველი ხალხის სახელით" აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ფარისევლურად ულოცავს

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა, ვინც წარმოადგენს ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის მუდმივ კრიტიკის ობიექტს, მისალოცი წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნა.

მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.

…ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი.

ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია; ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ- შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება“, - აღნიშნულია, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
საქინფორმი აღნიშნავს, რომ ყველა წერილი „დე იურე“ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თავიდან ბოლომდე ფარისევლურია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ აშშ, რომელსაც მარგველაშვილი უწოდებს „დემოკრატიის შუქურას“, თავად მოიხსენიებდა „დემოკრატიის შუქურად“ სააკაშვილს, მაშინ როდესაც ათიათასობით უდანაშაულო მოქალაქეს აწამებდნენ ციხეებში, ხოლო საქართველომ, ევროპაში პატიმართა რაოდენობით პირველი ადგილი დაიკავა, რადგან განმამართლებელი განაჩენის მქონენი სააკაშვილის სიაში, მხოლოდ 0.01% იყო.  
აშშ-ი ვერ იქნება „მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის სვეტი“, რადგან იგი მსოფლიოდ აღიარებული აგრესორია, რომელიც ამხობს ლეგიტიმურ/სუვერენულ სახელმწიფოებსა და იქ საკუთარ მარიონეტულ მთავრობას სვამს.
სასირცხვილოა აშშ-ისთვის მადლობის გადახდა „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ მხარდაჭერისთვის, ვინაიდან საქართველომ 2008 წელს საკუთარი ტერიტორიების 20%-ი დაკარგა. ხოლო, ამერიკას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია „მოძმე ქართველი ერისთვის“ წყლის, ზეწრებისა და პამპერსების გამოგზავნის გარდა