საზოგადოება
"ამ საქმისგან რაღაც გინდათ და პირდაპირ თქვით, რა გინდათ" - თალაკვაძე ოპოზიციას

   საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით:

"მუხტარლის საქმეზე რომ ლაპარაკობთ, ამ საქმისგან რაღაც გინდათ და პირდაპირ თქვით, რა გინდათ. არ ხართ თქვენ ის ხალხი, ვისაც უბრალო ადამიანების ბედი გადარდებთ და მათი სატკივარი გაწუხებთ, ეს ყველამ ვიცით, არ ხართ თქვენ ეგ ხალხი. რა გინდათ ამ საქმისგან, პირდაპირ ილაპარაკეთ. გამოძიება დაწყებულია, დიდი სამუშაო გაწეულია, მუშავდება, მოთხოვნები გაგზავნილია აზერბაიჯანში და დაელოდეთ გამოძიებას! ან ასეთი სირთულის სხვა საქმეები მოიტანეთ, რომლებიც მსოფლიოში არსებობს - რა ვადებში იქნა გამოძიებული, როგორ და საგნობრივად ვილაპარაკოთ. ნუ მიგირბით ხელი თქვენი ქვეყნის იმიჯის და თქვენი მოქალაქეების დაზიანებისკენ", - განაცხადა თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.