საზოგადოება
პრემიერმა კვირიკაშვილმა სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. მიღებას დაესწრო მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, რომლის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლი „Dinner With Georgia“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული -კანის ფესტივალის ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომის მფლობელი გახდა. მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა ქართული სარეკლამო ინდუსტრიის დიდი გამარჯვება და საერთაშორისო აღიარება. (ვიდეო იხ. აქ)

ჰოლანდიელმა ტურისტმა ჯასპერ ბლექმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გაწეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ყოველდღიური საოფისე ცხოვრება საქართველოში მოგზაურობამ სრულიად შეცვალა.

აზეიმო მიღებაზე დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. გიორგი გახარიას განმარტებით, სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლებამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები მესამე წელია, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალიAD Black Sea“, რომელიც წელს პროექტჩექ ინ ჯორჯიასფარგლებში გაიმართება.