აქტუალური
"აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად!" - კამრან ალიევი

   საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. "აფგან მუხთარლის საქმეზე ქართველ კოლეგებთან საჭიროების შემთხვევაში ვითანამშრომლებთ. ის საზღვარს საქართველოდან კვეთდა და გამოძიების მსვლელობაში შეკითხვა შეიძლება გაჩნდეს", - განმარტავს აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე კამრან ალიევი.

"გამოძიება კონფიდენციალურია და მეტის თქმა არ შემიძლია. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ინერვიულოთ, იქ არის კვალიფიციური სამედიცინო სამსახური და აღმოუჩენენ დახმარებას. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად! ამ სტრუქტურის წევრი არ არის არც აზერბაიჯანი და არც საქართველო", - აცხადებს გენერალური პროკურორის მოადგილე.