სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა” არსად წასულან - მათი ავადმყოფური იდეები კვლავაც ცოცხალია!

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ნაცების და მათი სატელიტების აზრით: მიწის დაცვა - რუსული პროექტია. ოჯახის დაცვა - რუსული პროექტია. ეროვნული ფასეულობების დაცვა -რუსული პროექტია. ოჯახის სიწმინდის დაცვა - რუსული პროექტია. მრავალსაუკუნოვანი მონარქიის აღდგენა - რუსული პროექტია.

სააკაშვილი და ნაცმოძრაობა არსად არ წასულა. მათი ავადმყოფური იდეები კვლავაც ცოცხალია", - წერს მჟავანაძე.