აქტუალური
თუ საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის სისტემის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი პირობები იქნება, ამაზე ფიქრი შესაძლებელია

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, მის თითოეულ მოწოდებას. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა, ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ასეთი მმართველობის ფორმის შემოღების თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.