საზოგადოება
ინტერესი მოტყუების, ყაჩაღობის, წართმევის ყოველთვის იქნება, ადამიანური ცდუნებებია ეს" - ზაქარია ქუცნაშვილი ფადი ასლის პასუხობს

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკოსები ფადი ასლის ბრალდებებს ეხმაურებიან. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ხელისუფლებას უცხოელ ბიზნესმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ე.წ. უკანონო ელემენტები, რომლებიც უცხოურ ბიზნესს ატერორებენ, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, თუმცა მათ ქვეყნის პრემიერი ვერ აკონტროლებს და ისინი ანგარიშვალდებული პირადად ბიძინა ივანიშვილის წინაშე არიან.

ფადი ასლის მტკიცებით, ზეწოლის სქემაში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩართულია სასამართლო ხელისუფლებაც.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ფადი ასლიმ უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომლებსაც ის ე.წ. უკანონო ელემენტებს უწოდებს და რომლებიც, ფადი ასლის მტკიცებით, აშანტაჟებენ ბიზნესს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მთავრობას რეაგირების მოხდენა.

ეს ინტერესი მოტყუების, ყაჩაღობის, წართმევის ყოველთვის იქნება, ადამიანური ცდუნებებია ეს ყველაფერი და სანამ ადამიანი იარსებებს, სულ იქნება, აბა, კრისტალურ საზოგადოებას ჩვენ ვერ შევქმნით“, - აღნიშნავს ზაქარია ქუცნაშვილი.