პოლიტიკა
კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან - თამარ ჩუგოშვილი

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას დაესწრებიან.

სესიაზე განხილული იქნება ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოამზადა ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გვქონდა დადებული პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ამ პირობას მივყვებით, რა თქმა უნდა, ბოლომდე და შესაბამისად, კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი  უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ვიცე-სპიკერმა საარჩევნო სისტემაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.

„ვენეციის კომისიასთან ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ, შესაძლებელია, ორ ნაბიჯად გადასვლა დაგვჭირდეს ამ სისტემაზე ზუსტად იმის გამო, რომ გუნდის წევრების ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში კომისიის მხრიდან პრობლემა არ იქნება დანახული“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.