სამართალი
აფგან მუხთარლის საქმე - საერთაშორისო ორგანიზაციები მკაცრ წერილზე პასუხს კვირიკაშვილისგან ელოდებიან

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. 24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ–მინისტრისგან აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს ითხოვს.

ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პრემიერისგან. შესაძლოა, ის ამ თემას სერიოზულად უდგება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი ვხედავთ, რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან. ასევე ვხედავთ, რომ არა მხოლოდ აფგან მუხთარლი, არამედ სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად საქართველოს ტერიტორიაზე.

არსებული ვითარება ერთგვარი შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს, დაამტკიცოს, რომ ამ პრობლემას ღიად, გამჭირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცებები, დაპატიმრებები და მათი უფლებების დარღვევა. მომზადებული რეზოლუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი რომ ევროპას აშფოთებს ეს საკითხი, ევროკავშირი საქართველოსაგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს", - აცხადებს ორგანიზაცია „საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ბრიჯიტ დიუფორი.