აქტუალური
საეჭვოა სააკაშვილს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმასთან დაკავშირებით პროვოკაციის მოწყობა გაებედა, თუ ზურგს არავინ უმაგრებდა"...– პუტინი

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის, ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში, 2008 წლის აგვისტოს ომი კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ გაბედავდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას, მის უკან რომ არავინ ყოფილიყო. პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლება გაოცდა, როდესაც „სააკაშვილის ქმედებებს" დასავლეთში მხარი დაუჭირეს:

არ მაქვს 100%-იანი მტკიცებულება, რომ ვინმემ მისი პროვოცირება მოახდინა, რომ ვინმემ წააქეზა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის არასოდეს გაბედავდა დამოუკიდებლად ამ პროვოკაციას. მე ასე ვფიქრობ. ნებისმიერ შემთხვევაში, ის არავის შეუჩერებია...მე ჩემს თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. ბატონმა სააკაშვილმა ხომ თვითონ განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ამ აქციის დაწყების ბრძანება მისცა?“, - აცხადებს პუტინი.