პოლიტიკა
ვენეციის კომისია საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის მომხრეა! –საპარლამენტო ოპოზიცია მიესალმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობაში განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ მანდატების გადანაწილების საკითხს.

„ვენეციის კომისიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ იმ საკითხებზე გამოთქვა უმკაცრესი კრიტიკა, რაც აწუხებდა ქართველ საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს, ანუ ჩამოყალიბდა ვითარება - ერთ მხარეს არის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისიაც და მეორე მხარეს - ივანიშვილის გუნდი“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.

დასკვნაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე ოპოზიცია განმარტავს, რომ ეს მათთვის ქვეყნის მთავარსარდლის პირდაპირი წესით არჩევაზე ირიბი მოწოდებაა.

„ნათქვამია, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს დამაბალანსებელი ფაქტორის ფუნქცია ქვეყანაში, რაც აქვს დღევანდელი მდგომარეობით. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი არჩევის უფლება არის ირიბად მოწონებული“, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.