საზოგადოება
სამი თვეა, ლანძღვას ვისმენთ და ეს უკვე პოლიტიკურ ტრენდად იქცა - ეკა მიშველაძე

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი.  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბოლო პერიოდში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობენ.

პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ადმინისტრაცია მხოლოდ კრიტიკას ისმენს.

სამ თვეზე მეტია, და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან მუდმივად ვისმენთ შეურაცხყოფას, ლანძღვას და ეს ჩვენთვის უკვე სიახლე არ არის. გარკვეულწილად ვატყობთ ტენდენციას, რომ გარკვეულ ტრენდად სურთ ასეთი კომენტარების დამკვიდრება. შესაბამისად, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვენეციის კომისიაში გამგზავრების საკითხს, პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან მიმართებაში მას უაღრესად სუსტი პოზიციები აქვს.