პოლიტიკა
სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მივიღეთ გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს. ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა", - განაცხადა პრემიერმა.