საზოგადოება
მამა გიორგის ოჯახსა და პატრიარქს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა - ოჯახის წევრებს შეხვედრა ადვოკატებთან ერთად სურთ

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგის ოჯახი მიიჩნევს, რომ პატრიარქსა და საპატრიარქოს ამ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„დავუკავშირდი ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელიც უშუალოდ პატრიარქთან შედის, ვთხოვე, რომ გადაეცა და დავუკონკრეტე, ოჯახის წევრები ადვოკატებთან ერთად, რაზეც პასუხი მომივიდა მამაოსგან, რომ მე აუცილებლად გადავცემ პატრიარქს. კვირას მირეკავს დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი და მეუბნება, რომ ორშაბათს მიგიღებთ პირველ საათზე, მაგრამ მხოლოდ ოჯახის წევრებსო. ჩემი მოთხოვნა იყო ადვოკატებთან ერთად, იქიდან გამომდინარე, რომ უწმინდესს და უნეტარესს ამ საქმესთან დაკავშირებით ელემენტარული კითხვაც რომ გასჩენოდა, მე პასუხს ვერ გავცემდი“, - განაცხადა მამა გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.