პოლიტიკა
“მოვუწოდებთ თბილისს, ასეთივე კონსტრუქციული განწყობა გამოავლინოს” - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის კომენტარი ამიერკავკასიაში სავაჭრო კომუნიკაციების საკითხზე

   საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი.

“ყურადღება მივაქციეთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ამასწინანდელ განცხადებას ცხინვალის მზადყოფნის შესახებ, თანასწორუფლებიანი მონაწილეობა მიიღოს რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით სატვირთო ტრანზიტის ორგანიზებაში.

მივესალმებით ამ კონსტრუქციულ და პასუხისმგებელ პოზიციას, რომელიც ამიერკავკასიაში სავაჭრო-ეკონომიკური კომუნიკაციების განვითარების რეალურ პერსპექტივას ქმნის, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.

მოვუწოდებთ თბილისს, ასეთივე კონსტრუქციული განწყობა გამოავლინოს. ვგულისხმობთ, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს დადებულ ცნობილ შეთანხმებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ. ამ შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის უსწრაფესად დაწყება  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. სამწუხაროდ, ქართული მხარე დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება.“