აქტუალური
შეცვლის თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას, გადაწყვეტილი არ არის

   საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება.

თბილისის მერი არც მის შემცვლელად კახა კალაძის დასახელებას ადასტურებს. როგორც ნარმანია ამბობს, ამ ეტაპზე პოზიციები ჯერ შეჯერებული არ აქვთ.  

მიმდინარეობს კონსულტაციები, კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც და ზოგადად, საერთოდ გუნდისთვის. ჯერჯერობით რამე კონკრეტული გამოკვეთილი არ არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, კახა კალაძესთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია. ვოლსკის თქმით, კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული.