უცხოეთი
„ისინი თავფეხიანად შემოძვრნენ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, თავზე დაგვასხდნენ, ფეხები მხრებზე გადაგვაწყეს და კევს ღეჭავენ!“ – პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე– 2017

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი.

დასავლეთის ჩარევის შესახებ

ეს წლების განმავლობაში სისტემატური, უხეში, სრულებით უცერემონიო, მათ შორის, დიპლომატიური უწყებების დონეზე, არსებული ჩარევაა პირდაპირ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, ნეტავ განახათ რას აკეთებენ თქვენი კოლეგები ჩვენთან:  თავფეხიანად შემოძვრნენ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში, თავზე დაგვასხდნენ, ფეხები მხრებზე გადაგვაწყეს და კევს ღეჭავენ. გეყოფათ!“

ნატოსთან უთანხმოების შესახებ

ნატოს გარშემო კამათი, ეხმარება თუ არა ის რუსეთს? იმ თვალსაზრისით, რომ ნატო შეიძლება დაიშალოს და მაშინ დაეხმარებიან. თუმცა ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ დაშლას. ბევრჯერ დამისვამს კითხვა, საჯაროდ მიკითხავს, ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირთან და ე. წ. ვარშავის ხელშეკრულებასთან ცივი ომის იარაღად. ახლა აღარ არსებობს არც სსრკ და არც ვარშავის ხელშეკრულება, ნატო კი ისევ არის. ისმის კითხვა – რისთვის? პასუხი ერთადერთია, რაც არ უნდა გვიმტკიცონ – ეს აშშ–ის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია“.