უცხოეთი
პრობლემა ჩვენში კი არა, ამერიკულ პოლიტიკაშია!“ – პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე– 2017

   საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი.

აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ

წაკითხული მაქვს ეს ანგარიშები და ამ ანგარიშებშიც კი არა არის არაფერი კონკრეტული, იქ მხოლოდ ვარაუდები და ამ ვარაუდებზე დაყრდნობით მიღებული დასკვნებია. როგორც ერთ ორგანიზაციაში, სადაც უწინ ვმუშაობდი, იტყოდნენ: „მისამართები, შეხვედრის ადგილები, გვარები დაასახელეთ“.

პრობლემა ჩვენში კი არა, ამერიკულ პოლიტიკაშია. აი რაშია პრობლემა: ტრამპის გუნდი უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ამ საარჩევნო კამპანიაში. ზოგჯერ მეც ვფიქრობ: კარგი, აჭარბებს ეს კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, მოძებნა მიდგომა მოსახლეობის იმ ჯგუფებთან, ამომრჩევლების იმ ჯგუფებთან, რომლებზეც ფსონს ჩამოვიდა.

იოლია განაცხადო, ჩვენ დამნაშავე არ ვართ, დამნაშავე რუსების არიან – ისინი ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებში, ჩვენ კი კარგები ვართო. ეს ანტისემიტიზმს მაგონებს: ყველაფერში ებრაელები არიან დამნაშავე, თავად არაფრის უნარი არ შესწევს და დამნაშავე კი ებარელები არიან“.

ტერორთან ბრძოლაში თანამშრომლობის სურვილის არქონის შესახებ

ამერიკის კონტინენტიდან, ევროპიდან ბევრი წარმომადგენელი ყურში ჩაგვჩურჩულებს: „ცდილობდნენ დავეყოლიებინეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რომ რუსეთში არ ჩავსულიყავით“. ეს რა არის?! ადამიანები, რომლებიც ამგვარ პოზიციას იკავებენ, სხეულის რა ადგილით ფიქრობენ?“