საზოგადოება
ვინც მთავრობის სახლთან აპროტესტებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებს, ერთხელ მაინც თუ ამოუღია ხმა საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებაზე – მჟავანაძე

   საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ვგმობ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. ვგმობ ასევე აზერბაიჯანში არსებულ ზეწოლას თავისუფალ მედიაზეც, მაგრამ იმ ხალხს, ვინც დღეს მთავრობის სახლთან აპროტესტებდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებებს, ერთხელ თუ მაინც ამოუღია ხმა საინგილოში მცხოვრები ქართველების შევიწროებაზე. წლებია ვწერ და მოვუწოდებ ხელისუფლებასაც, რომ რეაგირება მოახდინონ საინგილოში ქართველთა შევიწროებაზე რელიგიური და ეთნიკური ნიშნით, მაგრამ ყოველივეს შედეგი არ აქვს. კარგია, რომ გტკივათ სხვისი გასაჭირი, მაგრამ იქნებ ჩვენი ჰერეთელი სისხლი და ხორცის ჩაგვრითაც დაინტერესებულიყავით ერთხელ მაინც”, – წერს მჟავანაძე.